შევარდენმა სერბი ნახევარმცველი დაიმატა
23 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია ობრენოვიჩი 2019 წლის ბოლომდე საფეხბურთო კლუბ “შევარდენის” ღირსებას დაიცავს. “იუნკერების” ახალწვეული წლების განმავლობაში სერბული კლუბების: “ზემუნის”, “ანკარანის”, “კოლუბარას”, “სინიელიჩისა” და “სლობოდა უჩიზეს” ღირსებას იცავდა.
ობრენოვიჩი სერბული “ბროდორაცის” აღზრდილია. სერბ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში იტალიური “პადოვას” მაისურითაც უასპარეზია, “შვეარდენს” კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.