“ლოკომოტივი” მესამე ამხანაგურ შეხვედრას გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს
თბილისის “ლოკომოტივი” ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. რკინიგზელებმა უკვე 2 ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
პირველად აზერბაიჯანის პირველ ლიგელ “ზაქათალას” უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხეს მეტოქე.
მეორე შეხვედრაში “ლოკომოტივმა” “საბურთალო 2”-ს უხვგოლიან შევხედრაში, 5-3 სძლია.
მესამე შეხვედრას კი ლოკომოტივი ხვალ, 6 თებრევალს გორის “დილას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საგურამოს ბაზაზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყენა.
გუნდში სასიამოვნო სიახლეცაა. ეროვნული ლიგის 2017 წლის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე კვლავ “ლოკომოტივის” ღირსებას დაიცავს.