ქალთა ჩოგბურთის ეროვნული ნაკრები ფედერაციის თასის პირველი საასპარეზო დღისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფედერაციის თასის პირველი საასპარეზო დღისთვის ემზადება. დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ნაკრები სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ მატჩს სავარაუდოდ მარიამ ბოლქვაძე გამართავს, მარიამის შემდეგ ეკატერინე გორგოძე გავა კორტზე , ხოლო მესამე მატჩი წყვილთა თანრიგში ჩატარდება და ქართული წყვილი ეკატერინე გორგოძის და ოქსანა კალაშნიკოვას შემადგენლობით იასპარეზებს .

fb/GeorgianTennisFederation