“ლოკომოტივმა” ამხანაგურ შეხვედრაში გორის “დილა” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა მორიგ ამხანაგურ მატჩში გორის დილა დაამარცხა. 6 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2-0 მოიგო.

ტრავმის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა ნიკა ჭანტურია, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ანგარიში პირველ ნახევარში ლუკა კიკაბიძემ გახსნა. ლოკომოტივის ათიანმა საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში თავი ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინა. 20 წლის ფორვარდმა რატი არდაზიშვილის საგოლე პასით გაიტანა.

შესვენების შემდეგ, მთვარმა მწვრთნელმა რევაზ ინგჯიას და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის გარდა, ყველა ფეხბურთელი შეცვალა. ლოკოში დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა ირაკლი სიხარულიძემ. 28 წლის ფორვარდმა ოზბეთალაშვილი შეცვალა.

სადებიუტო მატჩი ჩაატარა თორნიკე კირკიტაძემ. ლოკოს მე-11 ნომერმა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნახევარს ჩვენი გუნდი საზღვარგარეთ გააგრძელებს. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 9 თებერვალს ესპანეთში გაემგზავრება და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ლოკომოტივი: ბულისკერია (შეროზია), ანდრონიკაშვილი, ჭანტურია (ბუიღლიშვილი), გურეშიძე, უბილავა (კაპ) (კომახიძე), შონია (ძებნიაური), გვალია (სამურკასოვი), კიკაბიძე (არდაზიშვილი), ინჯგია, კობახიძე (ოზბეთელაშვილი, სიხარულიძე), შეყილაძე (კირკიტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი