თორნიკე შენგელია კიდევ 2-3 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტნის ტრავმა სავარაუდოზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თორნიკე შენგელიას მორიგმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველ კალათბურთელს ორი-სამი თვით უქმობა ისევ მოუწევს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მკურნალობის პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა, რომელიც ფიზიოთერაპიის კურსსაც შეიცავდა. შედეგად, „ბასკონიას“ სამედიცინო შტაბი და ექიმი მიკელ სანჩესი შეთანხმდნენ, კონსერვატიული მკურნალობა გააგრძელონ.
შეგახსენებთ, შენგელიამ მუხლის ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს, მადრიდის „რეალის“ წევრ ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ დაზიანება გაცილებით სერიოზული გამოდგა.
gbf.ge