“საბურთალო 2” ახალი სეზონისთვის მომზადებას განაგრძობს
ეროვნული ლიგა 3-ის განახლებამდე “საბურთალო 2” აქტიურად ემზადება. ამ დივიზიონში მოთამაშე სხვა გუნდებისგან განსხვავებით “საბურთალოს” სარეზერვო გუნდში ამბიციური გეგემბი აქვთ და მოახლოვებული სეზონისთვისაც შესაბამისად ემზადებიან.
გუნდმა უკვე გამართა 2 ამხანაგური შეხვედრა. პირველად გორის “დილას” დაუპირისპირდნენ და 4-2 დამარცხდნენ. “საბურთალოელები” მეორე შეხვედრაშიც დამარცხდნენ ამჯერად “ლოკომოტივთან” ამჯერად 5-3.
მესამე ამხანაგურ შეხვედრას “საბურთალო 2” 8 თებერვალს, 15:00 საათზე ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარ საფეხბურთო კლუბ “თელავის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბენდელას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ამ შეხვედრის შემდეგ კი გუნდი თურქეთში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას იქ გააგრძელებენ.