თბილისის “დინამოში” კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი ითამაშებს

 

 

თბილისის “დინამოში” კიდევ ერთი ესპანელი ახალწვეულია. თბილისელებს 26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩე შეუერთდება.

ნოჩემ საფეხბურთო კარიერა ალმერიას ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ სიუდად ვიკარის, ელინის, სანტბოიას, არანდინას და სან ფერნანდოს რიგებში გამოდიოდა.

სერხიო ნოჩემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და თურქეთში მყოფ თანაგუნდელებს ხვალ შეუერთდება.

fcdinamo.ge