“რუსთავი” შეკრებას თურქეთში გაივლის

 

 

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ადგილობრივი შეკრება დაასრულა. ქვემო ქართლელებმა 5 ამხანაგური მატჩი გამართა, აქედან ორში გაიმარჯვა, ორში დამარცხდა და ერთიც ფრედ დაასრულა.
ხვალ გამთენიისას რუსთაველები თურქულ შეკრებაზე, ქალაქ სიდეში გაემგზავრებიან.

„რუსთავი“ სიდეში, სასტუმრო The Sense De Luxe Hotel–ში დაბინავდება. შეკრება 12 დღიანია და გუნდი სამშობლოში 23 თებერვალს დაბრუნდება.

თურქული შეკრების მანძილზე დაგეგმილია 4 ამხანაგური მატჩი. მეტოქეთა ვინაობას სულ ცოტა ხანში შეგატყობინებთ.

რაც შეეხება შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელებს, სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: სოსო ქარდავა, გოგი კულუა

მცველები: ცოტნე კაპანაძე, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია, გიორგი ბუგულოვი, გიორგი ლომიძე, ზურაბ გიგაშვილი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, სოსლან ტაკულოვი.

ნახევარმცველები: ლუკა სილაგაძე, ლუკა ზვიადაძე, პაატა კიტეიშვილი, პაპუნა ფონიავა, ლაშა ქოჩლაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, თემურ ჩოგაძე, საბა ნადირაძე.

თავდამსხმელები: ზაზა ციცქიშვილი, ირაკლი შეყილაძე, ბექა ქავთარაძე.

fb/FCRustavi