საჩხერის “ჩიხურამ” ამხანაგურ შეხვედრაში “აჰალი” დაამარცხა

 

 

დღეს საჩხერის ,,ჩიხურამ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა თურქმენეთის ,,აჰალთან”. დემურ ჩიხლაძის გოლით საჩხერლებმა 1-0 გაიმარჯვეს. ,,აჰალი” თურქმენეთის ჩემპიონატში ამჟამად მეორე პოზიციაზეა.

შეხვედრა დღეს, თურქეთში აისი სანტაის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.


“აჰალი” 0-1 “ჩიხურა”
შემადგენლობა:მწყერაშვილი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, კამლაძე, მამასახლისი, ჩიხლაძე, სარდალიშვილი, ლექვთაძე, მუმლაძე.
შეცვლაზე შევიდნენ:ჰამზიჩი, მეგრელიშვილი, მარკოზაშვილი, მახარობლიძე, იონანიძე.