“დილამ” თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო

დღეს  გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე, პირველი ამხანაგური  მატჩი გამართა და გამარჯვებით დაასრულა.

ჩვენი გუნდის მეტოქე ყაზახური ,,აკჟაიკი” იყო რომელსაც დილამ 2 უპასუხო ბურთი გაუტანა,პირველი გოლი პირველი ტაიმის 25 წუთზე ალვინ ფორტესმა გუნდის კაპიტნის, ლუკა რაზმაძის პასით გაიტანა, მეორე გოლი კი შეხვედრის მიწურულს ანდრეი ტიტოვმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 2-0  დააფიქსირა.

დილამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა :

ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კუცია, ლუკა რაზმაძე, ლევან ნონიკაშვილი, ფილიპე პაიმი , ალვინ ფორტესი, ანდრეი ტიტოვი

დილა თურქულ შეკრებაზე, მორიგ სპარინგ მატჩს 14  თებერვალს, უკრაინიულ დნიპროსთან გამართავს.

 

fcdila.ge