საჩხერის “ჩიხურამ” ამხანაგურ შეხვედრაში სომხური “ბანანცი” დაამარცხა
ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის განახლებამდე ზუსტად 2 კვირა დარჩა. საჩხერის “ჩიხურა” კი ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გადის. სამსონ ფრუიძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა მესამე ამხანაგურ შეხვედრაში სომხური “ბანანცი” , ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
შემადგენლობა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, მამასახლისი, კამლაძე, მარკოზაშვილი, სარდალიშვილი, ლექვთაძე, მახარობლიძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: მუმლაძე, დეკანოიძე, ფანცულაია, ჩიხლაძე.
გოლები:
0-1 კორიფაძე (ავტ.გოლი) 82 წ.
1-1 ფანცულაია 85 წ.
2-1 სარდალიშვილი (87 წ)