გოგა ბითაძეს ტრავმის გამო თებერვალი გაუცდება
გოგა ბითაძეს ტრავმის მოსაშუშებლად დაახლოებით 20 დღე დასჭირდება. “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი კალათბურთელი მონაწილეობას ვერ მიიღებს მონტენეგროს თასის, ევროლიგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კოჭი 10 თებერვალს ადრიატიკის ლიგის ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში დაიშავა. ბელგრადის “პარტიზანთან” ჯახის პირველი მეოთხედი მიდიოდა, როდესაც გოგა უხერხულად დახტა და მოედანი კოჭლობით დატოვა. მან ევროლიგის “მაკაბისთან” გამართულ მატჩში ფეხი იტკინა, “პარტიზანთან” კი გაუმიზეზდა.
“ბუდუჩნოსტის” მთავარი მწვრთნელის იასმინ რეპეშას თქმით, ქართველ ლეგიონერს დაახლოებით 20 დღე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21 და 24 თებერვლის მატჩებში ვერ დაეხმარება.
gbf.ge