15 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგი რიგით 29-ე ყრილობას უმასპინძლებს

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს, სასტუმრო ჰუალინგში ჩატარდება.

რეგისტრაცია 11:00 საათიდან, ხოლო ყრილობის მუშაობა დღის 12:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა.

gff.ge