“საბურთალო” “ახმატთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა
დედაქალაქურმა “საბურთალომ” შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის “ახმატს” გაეჯიბრა და 1:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი გროზნოს კლუბის გამარჯვებით დასრულდა – გატანილი გოლით თავი ბრაზილიელმა ფორვარდმა,სილვამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმშიაბლაინ მბენგმა ორამდე გაზარდა სხვაობა. 62-ე წუთზე კი ლევან კაკუბავამ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში. საბოლოოდ შეხვედრა ამავე შედეგით დასრულდა.
საბურთალოელები თურქულ შეკრებას 18 თებერვალს ყაზახეთის “კაისართან” მატჩით დაასრულებენ.
საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, გი, გორგიაშვილი, ვაგნერი, კოხრეიძე, გოშთელიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: მალი, ალთუნაშვილი, ცნობილაძე, თევზაძე, გვარაძე, შინდაგორიძე, როლოვიჩი, დვალიშვილი
fcsaburtalo.ge