“საბურთალო” “კაისარს” დაუზავდა

დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა – ამჯერად, თბილისური კლუბი ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსან “კაისარს” გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 მორჩა.
პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ყაზახებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რის შემდეგაც გახსნეს ანგარიში. თუმცა, 64-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, თავით ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.
ამ მატჩით, “საბურთალომ” შეკრება დაასრულა და სუპერთასისთვის, რომელიც 24 თებერვალს გორში გაიმართება, უკვე დედაქალაქში მოემზადება.

საბურთალო (პირველი ტაიმი): შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე, ტერა, გვარაძე, გი, გონსალვესი, გოშთელიანი, დვალიშვილი.
მეორე ტაიმში ითამაშეს: მიგინეიშვილი, ჯინჯოლავა, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე.

fcsaburtalo.ge