საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა. ილიას ზუროსი ჩვენს ეროვნულ გუნდს საკუთარ სამშობლოში გაუძღვა, სადაც 21 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლეონში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 ტურია დარჩენილი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნაკრები 21 თებერვალს საბერძნეთში, ხოლო 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან ითამაშებს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით გაემგზავრა, სადაც გუნდს თად მაკფადენი შეუერთდება. 19 და 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს “Dyo Aorakia” არენაზე ავარჯიშებს, სადაც 21-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართელოსთან და გერმანიასთან მატჩებისთის 14 კალათბურთელს უხმო: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტ
gbf.ge