ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი ოფისთვის ემზადება

 

 

მცირე პაუზის შემდეგ ვილი ისიანმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 31 იანვრის შემდეგ ისიანის გუნდმა “დეტროიტ მერსი ტიტანსმა 8 მატჩი გამართა, საიდანაც ქართველმა ფორვარდმა 4 ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 4-ში ჯამში 8 ქულა ჩააგდო. 6 მარტს გამართულ შეხვედრაში კი ვილიმ თავი 14 ქულას მოუყარა, თუმცა მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა.

დეტროიტელები სტუმრად “ჩრდილო კენტაკის” შეხვდნენ და ქულუხვ მატჩში 88:99დამარცხდნენ. ისიანმა სასტარტო ხუთეულში – 33 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი7-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგო. ვილიმ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

ამით დასრულდა ჰორაიზონ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც ისიანის გუნდმა 8 მოგებითა და 10 მარცხით დახურა და მე-7 ადგილი დაუკავა. ახლა პლეი ოფის დროა, რომლის კალენდარიც მალე გამოქვეყნდება.

gbf.ge