გოგა ბითაძემ ყოფილ კლუბს 22 ქულა ჩაუგდო

 

 

საბედნიეროდ, გოგა ბითაძის ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული და ქართველი ფორვარდი მოედანს მომდევნო თამაშშივე, ტრიუმფით დაუბრუნდა. 19 წლის ქართველმა სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ბითაძის “ბუდუჩნოსტი” შრემსკა მიტროვიცაში “მეგა ბიმაქსს” შეხვდა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით 77:70 დაამარცხა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ აღნიშნული მატჩის, არამედ, 21-ე ტურის საუკეთესო მაჩვენებელია. ასე რომ, დიდი შანსია, ბითაძე ადრიატიკის ლიგის ტურის MVP-ად დასახელდეს.

“ბუდუჩნოსტმა” ხორვატული “ცედევიტას” მსგავსად 15 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა, თუმცა, ვინაიდან მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩება, მე-3 ადგილი უკავია. პოდგორიცელები რეგულარული პირველობის დასკვნით შეხვედრას 17 მარტს, ისევ შინ, ზაგრების “ციბონასთან” გამართავენ.

 

gbf.ge