19-წლამდელები ავსტრიისთვის ემზადებიან
მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე სხვა ასაკობრივი ნაკრებების დარად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც შეიკრიბება. 22 და 25 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად ავსტრიასთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც ავსტრიაში წასაყვან შემადგენლობას შეარჩევს:
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ტორპედო);
მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ნიკა ხორხელი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), ოთარ აფციაური (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი).
GFF.GE