ბითაძის 24 ქულა და MVP-ის მორიგი ტიტული
გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დახურა. ბოლო ტურის მატჩში 19 წლის ქართველის “ბუდუჩნოსტმა” პოდგორიცეში ხოვრატიულ “ცობონას” უმასპინძლა და ბითაძის ლიდერობით 91:82 დაამარცხაა. ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.
ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:56 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარებაც მოაგროვა, პასივში კი – 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
გოგას წინააღმდეგ თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა და ის მთლიანად ტურშიც მხოლოდ “იგოკეას” წევრ დანილო ანჯუშიჩს (30) ჩამორჩა. ცნობისთვის, ბითაძე ადრიატიკის წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
“ბუდუჩნოსტმა” რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ “ცედევიტას” ეთამაშებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” იბრძოლებენ. პლეი-ოფი ორ მოგებამდეა და ის 23 მარტიდან დაიწყება.
Gbf.ge