ბითაძის 15 ქულა და 7 მოხსნა “ეფესთან”

 

 

იმ საღამოს, როცა გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული პირვეელობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ახალგაზრდა ქართველმა ევროლიგაში ითამაშა. მისმა “ბუდუჩნოსტმა” ერთერთ ლიდერ ეფესს უმასპინძლა და 84:91დამარცხდა. 19 წლის ქართველი ლეგიონერი პოდგორიცელთაგან საუკეთსო იყო.

გოგამ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
28 ტურის შემდეგ “ბუდუჩნოსტს”  6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 28 მარტს, კალტალუნიაში, “ბარსელონასთან” გამართავს.

Gbf.ge