ბასილაშვილმა მიშა ზვერევი ადვილად დაამარცხა
მაიამში სტარტი აიღო ATP 1000-იანთა ტურნირმა. თავისი პირველი შეხვედრა გამართა ქართველმა პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკას პირველი მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე იოლად, 2 სეტში, ანგარიშით 6-3; 6-2 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ბასილაშვილმა 5 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკა შემდეგ ეტაპზე ჰოლანდიელი რობინ ჰაასესა და სამხრეთ აფრიკელი ჯორჯ ჰარისს შორის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.