საფეხბურთო ნაკრები ირლანდიაში ანანიძის გარეშე გაემგზავრა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩის ჩასატარებლად ირლანდიაში გაემგზავრა. გუნდთან ერთად არ არის ჯანო ანანიძე, რომელსაც მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა. ექიმები აცხადებენ, რომ საშიში არაფერია, თუმცა ნახევარმცველი რისკებს მაინც მოარიდეს.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ახლა უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა მას ძირითად შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ირლანდიაში 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1tv.ge