ბასილაშვილმა რობინ ჰაასე იოლად დაამარცხა

 

 

 

მაიამის მასტერსზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს დაუპირისპირდა და მეტოქე 2 სეტში 7-6; 6-3 დაამარცხა. ნიკა მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. ქართველმა პირველმა ჩოგანმა 14 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილი მერვედფინალში ATP-ის რეიტინგის 57-ე ჩოგანს,  კანადელ ფელიქს აუგერ-ალიასიმეს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება 26 მარტს შედგება და 19:00 საათზე დაიწყება.