ბითაძის 11 ქულა, 3 დაფარება და გამარჯვება “ცედევიტასთან” ნახევარფინალურ მატჩში
გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალურ სერიაში “ცედევიტას” ანგარიში გაუთანაბრა და ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი მატჩის მოგება მართებს, რომელიც 6 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.
სანამ მატჩზე გეტყოდეთ, გამცნობთ, რომ ამ მატჩის დაწყებამდე გოგა ბითაძეს MVP-ის 2 ტიტული გადასცეს. 19 წლის ქართველი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად, ასევე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ორივე ტიტული გოგამ გუნდების მოთელვისას, სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიბარა.
რაც შეეხება მატჩს, ის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ბუდუნოსტმა” მძიმედ დაიწყო და საბოლოოდ იოლად იმარჯვა. პირველი პერიოდი ხორვატულმა გუნდმა ქულით მოიგო, თუმცა მეორეში მასპინძლებმა იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე და მეოთხე პერიოდებში პოდგორიცელებს აღარ გასჭირვებიათ და საბოლოოდ 87:72იმარჯვეს.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 20:13 წუთი გაატარა. ქართველი ცენტრი მეტსაც ითამაშებდა, მოედანი 5 პერსონალურის გამო რომ არ დაეტოვებინა. ამ დროში მან 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ოქრულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამიანი კი ააცილა. “ბუდუჩნოსტში” ასევე 11-11 ქულა ნორის კოულმა და ნემანია გორდიჩმა მიითვალეს, ხოლო 15 ქულით ბომბარდირი დვინ ჯეკსონი გახდა.
ნახევარფინალური სერიის მე-3 გადამწყვეტი შეხვედრა 6 აპრილს, ზაგრებში გაიმართება. მეორე ნახევარფინალშიც თანაბრობაა: “პარტიზანმა” 70:67 დაამარცხა “ცრვენა ზვეზდა” და აქაც გამარჯვებულს მე-3 მატჩი გამოავლენს.
Gbf.ge