ბექა ბურჯანაძემ ესტუდიანტესს 26 ქულა ჩაუგდო
ბექა ბურჯანაძის მორიგი დიდებული მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში. ბოლო ადგილზე მყოფ “დელტეკოს” ქართელმა ფორვარდმა ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოაგებინა. მორიგი ტურის მატჩში ბურჯანაძის გუნდმა “ესტუდიანტესს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:92დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34:28 წუთი გაატარა. ბურჯანაძემ საოცარი სიზუსტით სტყორცნა სამქულიანები: 7-დან 5. ორქულიანები: 7-დან 4. საჯარიმოები: 4-დან 3. 26 ქულასთან ერთად ბექამ 6 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. “დელტიკოს” ვიცე-სნაიპერები გახდნენ უკრაინელი ვიაჩესლავ ბობროვი და ნიკ ზეისლოფტი – 19-19 ქულა.
ბურჯანაძის გუნდს 7 მოგება, 19 წაგება აქვს და ჯერაც ბოლო ადგილზეა, თუმცა ძალიან ახლოსაა გასავარდნი ზონიდან ამოსვლასთან. ამ ზონაში მყოფ “მურსიას” ერთი მოგებით მეტი აქვს.
gbf.ge