ლოკომოტივს ლევან კორღალიძე გაწვრთნის

 

 

თბილისის “ლოკომოტივში” ცვლილებებია. 2019 წლის კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის არასტაბილური სტარტის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. ამიერიდან ლოკომოტივს ლაშა ჭაღიაშვილის ნაცვლად ლევან კორღალიძე გაწვრთნის. ახალგაზრდა სპეციალისტი ლოკომოტივში 2018 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში კორღალიძე ლაშა ჭაღიაშვილის ასისტენტი და პარალელურად ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

ლოკომოტივი 12 აპრილს ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩისთვის ემზადება. კლუბი ლევანს წარმატებულ სტარტსა და მუშაობას უსურვებს.

fcloco.ge