საეჭვოა, ტორპედომ ევროპა ლიგის თამაშებს ქუთაისში უმასპინძლოს
დიდი ალბათობით, ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის ახალი გათამაშების მატჩებს ქუთაისში ვერ უმასპინძლებს. ეს პირველ არხთან ქუთაისის რამაზ შენგელაის სახელობის სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვაძემ განაცხადა.
„სტადიონის განახლებისთვის მოცულობითი სამუშაოები იგეგმება. სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფარის დაგებას სამ-ოთხ თვეში მოახერხებს, შესვლა და თამაში კი ივლისის ბოლოს ან აგვისტოში იქნება შესაძლებელი. დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ზუსტი დრო უცნობია. ანუ საეჭვოა, რომ განახლება ივნისამდე მოესწრება და “ტორპედო” ევროტურნირის მატჩებს საშინაო არენაზე უმასპინძლოს“, – ამბობს კიკვაძე.
მისი თქმით, მთავარია, რომ სტადიონი კაპიტალურად მოწესრიგდება: „ჩვენი დიდი სურვილია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნები დააკამყოფილოს. ქუთაისი იმსახურებს, რომ მაღალი დონის სტადიონი ჰქონდეს, სადაც ქუთაისის “ტორპედო” ყველა დონის ევროთამაშებს ჩაატარებს და საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს“.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ქუთაისელები საშინაო მატჩებს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძეზე ატარებენ, ქუთაისის აია-არენაზე კი გუნდის შესვლა ჯერ ვერ მოხერხდა.
1tv.ge