საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალები 13 მაისს დაიწყება
საქართველოს საკალათბურთო სეზონი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კი 4 გუნდი იბრძვის. ნახევარფინალური შეხვედრები სტარტს 13 მაისს აიღებს.
ქუთაისში ადგილობრივი გუნდი თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება, შევხედრა 18:30 დაიწყება. თბილისში კი ერთამანეთს საკალათბურთო კლუბი “მზაგვრები” და “დელტა” დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდეა. საპასუხო შეხვედრები კი 14 მაისს გაიმართება. ქუთაისში პირველის მსგავსად მეორე შეხვედრაც 18:30 დაიწყება და თბილისში კი 19:00 საათზე.
13 მაისი
“ქუთაისი” – თბილისის “დინამო” 18:30 (ქუთაისის სპორტის სასახლე)
“მგზავრები” – “დელტა” 19:00 (თბილისის ოლიმპიური სასახლე)
14 მაისი
“ქუთაისი” – თბილისის “დინამო” 18:30 (ქუთაისის სპორტის სასახლე)
“მგზავრები” – “დელტა” 19:00 (თბილისის ოლიმპიური სასახლე)