დინამომ ქუთაისს სტუმრად მოუგო, დელტა კი ფინალს მიუახლოვდა
ნახევარფინალური სერია გაათანაბრა “დინამო თბილისმა”. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 84:76 დაამარცხა და გუშინდელი წაგებისთვის რევანში აიღო. სერიაში ანგარიში გახდა 1:1 და მომდევნო 2 მატჩი თბილისში – 17 და 18 მაისს გაიმართება. ამით დინამოელებმა მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მომდევნო 2 მატჩს თბილისში ითამაშებენ და წარმატების შემთხვევაში ფინალში გავლენ.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო – 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. 20 ქულა რეჯერ დოუელის, 17 – ჯორდან სვოპშირის ანგარიშზზეა. “ქუთაისში” 23 ქულითა და 12 პასით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.
სერია 3 მოგებამდეა, შემდეგი 2 მატჩი კი 17 და 18 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ქუთაისი – დინამო სტატისტიკა: 76:84
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ერთამენთს “მგზავრები” და “დელტა” დაუპირისპირდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა “მგზავრებს” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს და პლეი ოფში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებენ. მეოთხედფინალში “დელტამ” 3:0 სძლია “ოლიმპს”, რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ “მგზავრებს” კი უკვე 2:0 ამარცხებს.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. 14 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. “მგზავრებში” უმეტესი – 15 ქულა ადრიან ბოუიმ მოაგროვა, 11 ქულა კი ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 9 წუთით მყოფმა ჯეიკობ არმსტრონგმა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.
მგზავრები – დელტა
სტატისტიკა: 67:75
Gbf.ge