ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის მასტერსი მოგებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში მიმდინარე ATP-ის 250-იანთა მასტერსი მოგებით დაიწყო. ნიკას პირველი მეტოქე ფრანგი ჩოგბურთელი ტრისტან ლამასინე იყო. ქართველმა პირველმა ჩოგანმა მეტოქე ორ სეტში 7-5; 7-5 დაამარცხა.
ნიკამ შეხვედრის განმავლობაში 3 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილი ამ მოგებით მეოთხედფინალში გავიდა და ერთ დროს მრისხანე ფრანგ ჩოგბურთელს, ჟო-ვილფრედ ცონგას დაუპირიპისრდება. შეხვედრა 23 მაისს გაიმართება და 17 საათზე დაიწყება.