4 ივნისს სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართება

 

4 ივნისს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენეციო დარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიცისპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი

1. მატჩზე მანიპულირების მცდელობა – საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი ფეხბურთელის, აგრეთვე საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ორი და „ჭიათურას“ ერთი ფეხბურთელის შესახებ.
2. ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში,  ჩხოროწყუს  „სამეგრელო“ – ხობის „კოლხეთი“ მომხდარი ინციდენტი.
3. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კალენდარულ მატჩზე, ბოლნისის „სიონი“ – რუსთავის „რუსთავი“ მომხდარი ინციდენტი.
4. ელიტ-ლიგის 13-წლამდე ლიგაში  მომხდარი შემთხვევა.
5. ლიგა 4-ის კალენდარულ მატჩზე, სენაკის „ეგრისი“ – ჩხოროწყუს „სამეგრელო“  მომხდარი ინციდენტის განხილვა.
6.სხვადასხვა

Gff.ge