გიორგი რეხვიაშვილი საბურთალოში დაბრუნდა

 

Rekhvo

გიორგი რეხვიაშვილი,რომელიც “საბურთალოს” შემადგენლობაში შარშან ჩემპიონი გახდა, დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა – ამპლუით მცველმა “საბურთალოსთან” 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 31 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა.

გიორგი რეხვიაშვილი:

“სამედიცინო შემოწმება გავიარე. მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელად ვარ. დავბრუნდი კლუბში, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. 2018 წელს სწორედ “საბურთალოს” შემადგენლობაში გავხდი ქვეყნის ჩემპიონი. გასულ წელს დაძაბული პირველობა იყო, მიზანი ჩემპიონობა და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში იყო, რაც შევასრულეთ. “საბურთალო” ჩემთვის უცხო არაა, ვიცი კლუბის მიზნები და გეგმები. ვიდრე საბერძნეთში ვთამაშობდი, სისტემატურად ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატს. “საბურთალო” აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. ვეცდები, გუნდის წინსვლაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო და დავეხმარო, როგორც ჩემპიონობის მოპოვებაში, ასევე ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლაში”.

Fcsaburtalo.ge