ოქროს ლიგაში ცენტრალური შეხვედრა გაიმართება
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ლიგის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთამენთს “საბურთალო” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდებიან. ამ წუთისთვის “საბურთალოს” 2 შეხვედრაში 6 ქულა აქვს მოგროვებული და ცხრილის სათავეშია. “დინამოელები” კი 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ.
აღნიშნული შეხვედრა 19:00 საათზე, ბენდელას სახელობის სტადიონზე გაიმართება.