ჩხოროწყუს სამეგრელოს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

 

5 ივლისს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი კალენდარული შეხვედრები გაიმართა. “ლანჩხუთსა” და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” შორის შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. შესვენებაზე ჩხოროწყუს ფეხბურთელებს კამათი მოუვიდათ მსაჯთან და მსაჯობაზე განაწყენებულებმა გადაწყვიტეს პროტესტის ნიშნათ აღარ გაეგრძელებინათ თამაში. ფედერაციის გადაწყვეტილებით საბოლოო ანგარიშად დაფიქსირდა 10-0 და ფულადი სანქცია დაეკისრა ჩხოწოწყუს.