ივა მეგენეიშვილი საკალათბურთო კლუბი ტიტების ღირსებას დაიცავს
საკალათბურთო კლუბი “ტიტების” პირველი ახალწვეული 20 წლამდე ნაკრების წევრი ივა მეგენეიშვილია.
მეგენეიშვილი “ტიტებში” “დელტადან” გადავიდა, რომლის რიგებშიც საქართველოს ჩემპიონი და დუდუ დადიანის მემორიალს გამარჯვებული გახდა.
ივას თამაში შეუძლია, როგორც მძიმე ფორვარდის, ასევე ცენტრის პოზიციაზე. “ტიტების” ახალწვეული ზაზა ფაჩულიას აკადემიაში აღიზარდა, სუპერლიგაში კი მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა. ნათამაშები აქ ყველა ასაკობრივ ნაკრებში.
აღსანიშნავია, რომ ივა დღეს ღამე 20 წლამდე ნაკრებთან ერთად პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.
ივა მეგენეიშვილი: მოხარული ვარ ტიტებში გადმოსვლით, მადლობა გუნდის ხემძღვანელობას ნდობისთვი. ჩემს კარიერაში, ახალი საინტერესო ეტაპი იწყება. ახალი მწვრთნელი და თანაგუნდელები.
მაქსიმალურად ვეცდები გუნდს სარგებლობა მოვუტანო და იმედი მაქვს ახალ გუნდში კიდევ უფრო მოვუმატებ და გავიზრდები.
ივა მეგენეიშვილი
დაიბადა: 1999.01.22
სიმაღლე: 201 სმ
ამპლუა: 4/5
კარიერა:
2018-2019 დელტა
2019- ტიტები
ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი 2019
დუდუ დადიანის მემორიალი 2018