ზუგდიდი ეროვნული ლიგის მესამე წრისთვის მზადებას შეუდგა
პირველი საკონტროლო მატჩი ზუგდიდელებმა, თბილისში გამართეს და სომხურ პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე, ერევნის „არცახს“ დაუპირისპირდნენ (ინფორმაციისთვის ერევნის „არცახმა“ სახელწოდება იცვალა და მას ს.კ. „ნოა“ ეწოდება).
შეხვედრა თანაბარი ორთაბრძოლებით დაიწყო და ოცწუთიან ინტერვალში თითქმის ასე გრძელდებოდა, თუმცა გუნდებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტები შექმნეს. ზუგდიდელთა ახალწვეულებზე ადრე გაუწყეთ, თუმცა ამ შეხვედრაში, სამი ფერადკანიანი ლეგიონერიც გამოჩნდა, მაგრამ მათთან კლუბს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია და ლეგიონერებს, შემდეგ ტესტ-მატჩებშიც დააკვირდებიან.
შეხვედრის 29-ე წუთზე ერევნელთა საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტულიდან ლუკა გუგუჩიამ ზუსტი დარტყმით, სომხური გუნდის კარში ეფექტური გოლი გაიტანა. პირველი ნახევარიც ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს და ორთაბრძოლები ისევ გაგრძელდა. სტუმრებმა მეორე ნახევრის შუაწელისკენ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ამის შემდეგაც ზუგდიდელებს ჰქონდათ შანსი, თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და მატჩიც, ფრედ 1:1 დასრულდა.
მორიგ საკონტროლო შეხვედრებს ზუგდიდელები 20 და 24 ივლისს გამართავენ. 20 ივლისს „ზუგდიდი“, წალენჯიხის „სქურს“ წალენჯიხაში შეხვდება, ხოლო 24 ივლისს ზუგდიდელები თბილისის „მერანი“-ს წინააღმდეგ ურეკში ითამაშებენ.
საკონტროლო მატჩი -16 ივლისი
⚽️🇬🇪🇦🇲„ზუგდიდი“ – „არცახი-ნოა“ – 1:1
ზუგდიდი:
პირველი ტაიმი: ჯომიდავა, მინდორაშვილი, მახარაძე, წურწუმია, ვიქტორ ჟოაკინი, ბურკაძე, კლიმიაშვილი, გუგუჩია, ჯიქიძე, სულამანიძე, ხაჩიძე
მეორე ტაიმი: ბერიშვილი, მალანია, ნადირაძე, ბუჩი, მალკი, რუხაია
fb/fczugdidi