ბათუმის დინამო ამხანაგურ შეხვედრას თბილისის მერანის წინააღმდეგ გამართავს

 

 

საზაფხულო პაუზას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები აქტიურად იყენებენ. კერძოდ, ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. შავი ზღვის პირელები 21 ივლისს თბილისის “მერანს”
დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ბათუმელებს ეროვნულ ლიგაში 39 ქულა აქვთ მოგროვებული და მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ხოლო თბილისის “მერანი” კი 42 ქულით ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა გამაგრებული.