ქართველმა 20-წლამდელებმა ფინალში გასასველელი გზა გაირთულეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. პორტუგალიურ მატუსინოშში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა მეოთხედფინალში მაინც გავიდა. ქართველებს გასული ოთხივე ტურის მატჩი მოგებული ჰქონდათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩებოდნენ ჯგუფში, თუკი ესტონელებთან 20 ქულითა და მეტით წააგებდნენ
საქართველო – ესტონეთი
სტატისტიკა: 67:78
მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება. პორტუგალიელებმა ბოლო ტურის მატჩში ბელგია 81:53 გაანადგურეს და C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დებულების თანახმად, პლეი ოფში ჯვარედინი სისტემით A ჯგუფი B-ს უწყვილდებოდა, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, C ჯგუფის მეორეადგილოსანი საქართველო D ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას შეხვდება.იმ შემთხვევაში თუ ქართველები პორტუგალიელებს დაამარცხებენ შემდეგ ეპატზე რუსთსა და ბულგარეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
მეოთხედფინალის წყვილები მთლიანობაში ასე გამოიყურებიან:
რუსეთი (A1) – ბულგარეთი (B2)
ჩეხეთი (B1) – ისლანდია (A2)
ჰოლანდია (C1) – ბელგია (D2)
პორტუგალია (D1) – საქართველო (C2)
18 ივლისი ტურნირზე დასვენების დღეა და მეოთხედფინალები 19 ივლისს გაიმართება.
საქართველოსა და პორტუგალიის მეოთხედფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.