რუსთავი მესამე წრისთვის მზადებას შეუდგა
ვიდრე 3 ქართული გუნდიე ვროტურნირებზე ასპარეზობს, ეროვნული ლიგის დანარჩენი გუნდები მაქსიმალურად სარგებლობენ ჩემპიონატში გამოცხადებული პაუზით დასეზონის განახლებისთვის ემზადებიან.
მათ შორისაა “რუსთავიც” – გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონი მართლაც კატასტროფულად დაიწყო და თავდაპირველად უიმედო აუტსაიდერად მიიჩნეოდა. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას მერე, რაც პირველი წრის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებმა “რუსთავის” გაძღოლა ვარლამ კილასონიას მიანდეს.
სეზონის განახლებამდე “რუსთავმა” ერთკვირიანი, საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა მარტყოფის კეთილმოწყობილ სარაგბო ბაზაზე. 19 ივლისიდან მოყოლებული კი, ვიდრე ჩემპიონატი განახლდება, კილასონიას გუნდი ოთხ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს: 21 ივლისს მარტყოფში მეტად საინტერესო საკონტროლო მატჩი უნდა ჰქონდეს ისრაელის რანგით II ლიგის გუნდ “ჰაპოელთან” (ბნეი ლოდი) შეხვედრა 11:00 საათზე ჩანიშნული, 24 ივლისს რუსთავში “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს, ხოლო 27 ივლისს, თბილისში, მუხიანის სპორტკომპლექსში, ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ “თელავს” შეხვდება.