ბათუმის დინამომ მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვა
საზაფხულო პაუზას “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” გუნდები აქტიურად იყენებენ. კერძოდ, ბათუმის “დინამომ” ანგისას ბაზაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ თბლისის მერანის წინააღმდეგ და მეტოქე ანგარიშით 4-0 დაამარცხა. შავი ზღვის პირელები 24 ივლისს წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდებიან, ხოლო 27-ში კვლავ თბილისის “მერანის” წინააღმდეგ მოსნჯავენ ძალებს. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ანგისას ბაზაზე გაიმართება.
ბათუმის დინამომ შემდეგი შემადგენლობით დაიწყო თამაში:
კიკაჩი, კობახიძე, გაგოში, გეგეჭკორი, რამოსი, ფლამარიონი, ნავალოვსკი, დვალიშვილი, თევდორაძე, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი
შეცვლაზე შვიდნენ: საბანაძე, გაფრინდაშვილი, ჩალაძ , ჯირაური, ილურიძე, ალავიძე, მელიავა
გოლები: რამოსი 2′ მანჯგალაძე 16′ დვალიშვილი67′ საბანაძე 90′