ბოლნისის სიონმა მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა
ეროვნულ ლიგა 3 აგვისტოს განახლდება. გუნდები კი ამ პაუზას კარგად იყენებენ. კერძოდ, ბოლნისის “სიონმა” უკვე მოასწრო 2 ამხანგაური შეხვედრის ჩატარება. პირველი შეხვდრა ბოლნისელებმა გორის “დილას” წინააღმდეგ ჩაატარეს და 3-1 დამარცხდნენ.
მეორე ახმანაგურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” მე-4 ლიგელ საგარეჯოს “გარეჯს” დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი სხვაობით ანგარიშით 6-0 დაამარცხა. გოლები კი შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: 1-0 ბექა გვარაძე , 2-0 ბექა გვარაძე, 3-0 დიმიტრი ტატანაშვილი, 4-0 ბექა გვარაძე , 5-0 გიორგი ივანიშვილი, 6-0 არჩილ ტვილდიანი.
მორიგ ამხანგურ შეხვდრაში ბოლნისის “სიონი” სომხეთის პრემიერლიგის გუნდ არცახის ( ნოა ) წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 25 ივლისს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.