ილიას ზუროსი: ევრობასკეტზე საქართველოს უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრას გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი, ილიას ზუროსი:

“ძალიან რთულია კენჭისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ჩვენი ოპონენტები. ასევე ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

gbf.ge