ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა ტურნირმა. თავისი პირველი შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ბოლივიელ ჰუგო დელიენს დაუპირისპირდა და მეტოქე, იოლად, 2 სეტში 6-4; 6-3 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა.

ქართველმა პირველმა ჩოგანმა შეხვედრის მანძილზე 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზე ხუან ინგასიო ლონდეროსა და დავიდოვიჩ ფოკინა ალეხანდროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.