სოსო ფრუიძე: ვეცდებით ჩიხურასთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ შეხვედრა

ხვალ საჩხერის “ჩიხურა” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას შოტლანდიური  “აბერდინის” წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეზვედრასთან დაკავშირებით  ჟურნალისტებთან  საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა, სამსონ ფრუიძემ ისაუბრა.

-“აბერდინი” კარგი ტრადიციების მატარებელი გუნდია. შოტლანდია საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომე ასეთი ტრადიციების გუნდს ვეთამაშებით. “აბერდინს” ათლეტური მოთამაშეები ჰყავს. ისინი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. სხვა შოტლანდიური კლუბების მსავსად ცდილობენ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანონ და იქ იბრძოლონ. ყველაზე მეტად სტანდარტული სიტუაციების გვეშინია.

დაბალანსებული გუნდია, თუმცა მათაც აქვთ მინუსები, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა მათი ამ მინუსების გამოყენება.

არდაზიშვილს ტრავმა აქვს და ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ მიკრო ტრავმები, თუმცა ხვალ მხოლოდ რატი ვერ დაგვეხმარება.

ხვალინდელ მატჩში “აბერდინი” ფავორიტია. ამ გუნდს ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით. კარგი ბრძოლა იქნება.

საჩხერის “ჩიხურასა” და “აბერდინის” შეხვედრა 25 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 20:45 საათზე დაიწყება.