ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის მასტერსის მეოთხედფინალშია

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მიმდინარეობს ATP-ის 500-იანთა მასტერსი. თავისი მორიგი შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდა.

ნიკამ მეტოქე სამ სეტში 4-6; 6-3; 3-6 დაამარცხა და როლან გაროსზე წაგებული შეხვედრისთვის ღირსეული რევანში აიღო.

აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ჯამში 8 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ მოგებით მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქე კი ATP-ის რეიტინგის 77-ე ადგილზე მყოფი, ფრანგი ჩოგბურთელი, ჯერემი ჩარდი იქნება.