ბასილაშვილი ჰამბურგის მასტერსის ნახევარფინალშია

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მიმდინარეობს ATP-ის 500-იანთა მასტერსი. თავისი მორიგი შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯერემი შარდს დაუპირისპირდა.

ნიკამ მეტოქე იოლად, ორ სეტში 6-2; 6-3; დაამარცხა და სტამბულის მასტერსზე წაგებული შეხვედრისთვის ღირსეული რევანში აიღო.

აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ჯამში 3 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ მოგებით ნახევარფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა. ბასილაშვილი  ალექსანდრ ზვერევსა და ფელიპე კრაიანოვჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.