ლოკომოტივი ეროვნული ლიგისთვის აქტიურად ემზადება

ზაფხულის 2-კვირიანი შესვენების შემდეგ, დღეს „ლოკომოტივი“ საგურამოს ბაზაზე შეიკრიბა. ლევან კორღალიძის გუნდი ეროვნული ლიგის განახლებამდე მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს და ამხანაგურ მატჩებსაც ადგილზე გამართავს.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია გუნდის ორი ახალწვეული – ბიძინა მახარობლიძე და დავით კირკიტაძე. ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს გადის რეზი ინჯგია.  რეაბილიტირებული თორნიკე კირკიტაძე და ლუკა კიკაბიძე კი, გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „ლოკომოტივმა“ უკვე გამართა 2  ამხანაგური მატჩი. 20 ივლისს, ლევან კორღალიძის გუნდი გორის „გორს“ უმასპინძლა და 5-0 იმარჯვა.

24 ივლისს, ტესტ-მატჩი ისრაელის პირველი დივიზიონის ბინადარ „აპოელ ბნეი ლოდ“-თან გაიმართა. თბილისელებემა მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხეს.

მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას კი, თბილისის “ლოკომოტივი” 27 ივლისს, დუშეთის „არაგვთან“ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრას „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა უმასპინძლებს.მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.