“საბურთალო 2” ეროვნული ლიგისთვის აქტიურად ემზადება
“საბურთალო”-2-მა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაახლა საწვრთნელი პროცესი, ამხანაგური მატჩი “სპაერთან” გამართა და 2:3 დამარცხდა. “ბენდელაზე” გამართულ შეხვედრაში თბილისური გუნდიდან გოლები გიორგი გულიაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტანეს.
საბურთალო-2: მეგრელიშვილი, ტაბატაძე, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, ხარაიშვილი, ასკურავა, ნონიკაშვილი, ღლონტი, გოჩოლეიშვილი, ჭანტურიშვილი, გულიაშვილი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ნასყიდაშვილი, ბერაია, რუხაია, ტალახაძე, კოხრეიძე, გელაძე.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გიორგი ჭელიძის ფეხბურთელები 30 ივლისს, “ცხინვალთან” გამართავენ. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება და ბენდელას სახელობის სტადიონზე გაიმართება.