მერიამ თბილისის “დინამოს” თხოვნა გაითვალისწინა

1 აგვისტოს მატჩის დღეს, თბილისის მეტროპოლიტენი ღამის 12.00 საათამდე იმუშავებს. ქალაქის მერიამ გაითვალისწინა რა თბილისის “დინამოს” თხოვნა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი, ერთი საათით გადაწია მეტროპოლიტენის სამუშაო გრაფიკი, რათა გულშემატკივარს გაბალასთან მატჩის დასრულების შემდეგ უპრობლემოდ შეეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. “დინამო” დიდ მადლობას უხდის. ქალაქის მერს და მერიის სამსახურს
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა გაბალასთან ხვალ, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.